თუნდაც ვზმიდე!
www.avoe.ge Top 20 movies
01 Qartuli Multfilmebi
02 Prison Break. Season 3
03 Tinto Brass-Monella
04 9 songs
05 Nu Pogodi [mult]
06 Tinto Brass-Trasgredire
07 Yo Puta
08 Sappho
09 Lie with Me
10 9 1-2 Weeks
11 Master i Margarita
12 Zona
13 Basic Instinct 2 – Risk Addiction
14 Emmanuelle 2
15 Sexual Dependency
16 Little Black Book
17 Emmanuelle
18 All Lady Do It
19 Wild Orchid
20 Formula 51
www.avoe.ge Top Georgian Music Albums
01 Nino Chxeidze / Sauketeso Simgerebi
02 Sakeipo / 2005 – The Best CD1
03 Georgian Folk Dances / Best All Time
04 Nino Chxeidze / 2008 – Vitsi Gikvarvar
05 Nato Gelashvili / The Best
06 Sacekvao / Best
07 Sukhishvili / 2003 – Assa Party
08 Nino Chxeidze / 2007 – Ushenod
09 Ksovrelebi / 2003 – Ksovrelebi
10 Tatarashvili Temur / Gmerto Tbiliss umravle
www.avoe.ge Top Russian (რატომღაც) Music Albums
01 Butirka / 2008 – Ballads and Lirics
02 Butirka / 2006 – Kriminalist
03 Butirka / 2006 – Grev
04 Shufutinski Mikhail / 2008 – Perekrestki
05 Sofia Rotaru / 2008 – Ia – tvoia lubov!
06 Maksim / 2007 – Novoe
07 Kirkorov Filip / 2007 – Zvezdnie Dueti
08 Meladze Valeri / 2008 – Vopreki
09 Maksim / 2006 – Trudnyi Vozrast
10 Russkaia Diskoteka / 2005 – Diskoteka goda
Top Foreign Music Albums
01 Akon / 2008 – The Freedom Mixtape
02 Enrique Iglesias / 2007 – Insomniac
03 Laleh / 2005 – Laleh
04 Katy Perry / 2008 – One Of The Boys
05 The Pussycat Dolls / 2006 – PCD
06 Soundtracks / 2009 – Confessions of a Shopaholic
07 Soundtracks / 2008 – House M.D. Season 4 (Unofficial Soundtrack)
08 Vanessa Mae / Best
09 Various Artists / 1990 – Hitmix (CD 2)
10 Soundtracks / 2008 – Scusa Ma Ti Chiamo Amore
დ ე ლ ი ს ი
და ვღვიძილობ და ვხედავ რომ მეტროდან ამომსვლელები შესასვლელის კარით გადიან შემსვლელები კი გასასვლელის კარით შედიან.გამოერევა ხოლმე ამათ შორის ისეთი,რომელიც დაყვება საბჭოთა დროიდან შემორჩენილ წარწერას და შევა შესასვლელიდან,არადა იქიდან გამოდიან,ამ დროს ორივე ყოვნდება.შიგნითა მხრიდან რიგი აწვება იმ კაცს და იქმნება დიდი მასა.მერე ჭირს გასვლაც და შესვლაც.არადა…
კიდით–კიდე
ძლივს ამობობღდა სანახევროდ დაძრულ ავტობუსში და ჩემთვის გაუგებარი მიზეზით გვერდით მომიჯდა.ისეთ მოხუცს არ ჰგავდა ყოველი წლის ზამთარს,სუსხიან დილას ოჯახს რომ ეუბნება გაოცებული–ასეთი ზამთარი ოცი წელია არ მინახავსო.უბრალო ჯოხი ფეხებს შორის მოიქცია და გულიანად დაამთქნარა.მე მეორე ფუნთუშის ღეჭვა დავიწყე და ალაგ–ალაგ ვქოშინებდი.ცხელმა ოხშივარმა მრგვალი,ისედაც ზინტლიანი სათვალე ბურუსით დაფარა.მეც მოვიხსენი და სახელოთი წმენდა დავუწყე.
– თუ იცი ბიძიკო,რა თქვა ფროიდმა? მე არ ვიცოდი,ფროიდი ინცესტის გარდა რაიმეზე თუ ლაპარაკობდა.ამიტომ მხცოვან მოხუცთან ოიდიპოსის კომპლექსზე საუბარს,”არას” თქმა ვარჩიე.
–რაო და სქესობრივი თავისუფლება სულს ახარებს და აბედნიერებსო.მაშ!
მომუშავე ყბა ღაბაბში ჩამეძირა და პირი რომ ღია მქონდა დარჩენილი გვიან მივხვდი.იმ კაცმა მოკლე,შავ–თეთრი წვერი მოიქექა და განაგრძო:–სამაგიეროდ ადამიანებს დიდი საზღაურის გადახდა უწევთ.ამ ბედნიერ სულს ეწირებაო კულტურა.მეოცეში ქალმა კორსეტი მოიხსნა და ლიფის მორგებასთან ერთად უსაზღვრო თავისუფლებაც მოირგო.კია კარგი,ბიძია,მარა…ხომ უყურებ ეგერ? მარჯვენა ხელი გაიქნია მოკურკურე წყვილისკენ.უნდა გენახათ,რა ენერგიულად ამუშავებდნენ ენებს.მე ფუნთუშის ჭამა განვაგრძე.არაფერი მითქვამს. გუშინ ღამით,ისევ უძილობისას,გავიფიქრე,რა ბედნიერები ვყოფილვართ–მეთქი ქართველები.გულს სალბუნად დაედო ახალი სტრიპტიზ–კლუბიც და სულიერად გახსნილი მანდილოსნების ჭარბი რიცხვიც.მაგრამ სულს ლხენას ვინ შეარჩენს დიდხანს?უმალ გამახსენდა აწუკვეგანსვენებული ქართული ფლეიბოი.მწუხარე ფიქრებში მოაღწია ხუთმა.მერე ჩამეძინა.
კოტიტა თითებამდე თქვენი
Κερκιδᾰς
Ouverture
მე ერთი ქონიანი,მრგვალსათვალიანი ქართველი ვარ,ისე ძნელად წარმოსათქმელი სახელით,რომ მირჩევნია “ფსევდონიმით” მომმართოთ.ბედნიერი ვიქნები,თუ ეს ფსევდონიმი ძველბერძენი პოეტის სახელს არ შეურაცხყოფს და თქვენც სქელ სერსიდასს არ დამიძახებთ.ვეცდები მოკლედ მოგიყვეთ,რამ მაიძულა აქ წერა დამეწყო.
ერთ არცთუ მშვენიერ და ღრუბლებგადარეცხილ დღეს ჩემი მყუდროება დაირღვა.თვალებჩასისხლიანებული ვიწექი კაკლის ხის საწოლში და ვერ ვიძინებდი.როცა არც ცხვრების თვლამ მიშველა და არც ზიზღით შესმულმა თბილმა რძემ,მივხვდი,რომ სხვა გზა აღარ მქონდა დარჩენილი და ფიქრი ვცადე.დაჟანგებული ტვინი ეხლაც ხმაურიანად ჭრიალებს,მაშინ კი…მაშინ ძლივს გაიზმორა და გაშალა ისედაც აშლილი ხვეულები.უკვე კარგად მომწიფებულ, ტრადიციულად ღიპიანობისთვის განწირულ სხეულში რაღაც საშინელი გრძნობა ჩამიძვრა.ხინჯი უფრო.მერე დაჩირქება დაიწყო.მეც,როგორც გამოცდილმა მექართველემ,ვცადე უკმაყოფილება ჩამეხშო,მაცივარი გავაღე და და სანახევროდ ჩავიცალე მუცელში.ამ ყველაფერმა ჩემი მომწიფებული მუცელი კიდევ უფრო შეავსო,მაგრამ თავიდან ვერ ვიცილებდი სიკვდილამდე აბეზარ ხიჭვს,რომელიც წინაპარს დამსგავსებოდა და მჭიდროდ გაედგა ფესვები ჩემს ქონით მოსილ გულში.
უძილობის ჟამს ხელი იაფფასიანი კალმისკენ გამირბის ხოლმე.ვცდილობ როგორმე შევივსო დაღლილობისგან დაღვრილი სისხლი.ხოდა ეს ორი კვირაა,არ მძინავს და ვწერ.და ვწერ იმიტომ,რომ არ მძინავს.არ გეგონოთ,რომ გიღალატეთ!არამც და არამც!მე ისევ თქვენი ერთგული ვარ–მუდამ კმაყოფილი,ღვთიური მანანის მომლოდინე ადამიანების ერთგული.უბრალოდ,სულ რამდენიმე საათით ეშმა შემიჩნდება ხოლმე…იმედია,მკაცრად არ განმსჯით,თუ გაგიმხელთ ხოლმე უძილობისას ჩასახულ უხეირო ფიქრებს.
შეუდედებელ სისხლამდე თქვენი
Κερκιδᾰς
leave a comment